ფეხბურთი

19:17 | 9.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

El Nacional: „ბარსელონას“ კვარაცხელიას ყიდვა 2024 წლის ზაფხულში სურს“

ესპანური „ბარსელონა“ მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „ნაპოლის“ ქართველი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას შეეცდება - წერს El Nacional.

წყაროს ცნობით, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ფინანსური პრობლემების უმეტესი ნაწილი მოაგვარა და იმედოვნებს, რომ 22 წლის შემტევი ნახევარმცველის შესაძენად საჭირო თანხას მიიღებს.

კატალონიელები ქართველ ფეხბურთელს უახლოეს თვეებში კიდევ მიადევნებენ თვალს. „ბლაუგრანაში" დარწმუნებულნი არიან, რომ ხვიჩას აქვს პოტენციალი, გახდეს პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114979