ფეხბურთი

14:32 | 9.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "პირველად მყავს პრეზიდენტი, რომელმაც ყველა სასურველი ფეხბურთელი მიყიდა"

იტალიის ეროვნულ ნაკრებში დღეს ლუჩანო სპალეტის დებიუტი შედგება. „სკუადრა აძურა“ სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას ეთამაშება.

სპალეტიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იხუმრა შემადგენლობასთან დაკავშირებით - პირველად მყავს პრეზიდენტი, რომელმაც ყველა სასურველი ფეხბურთელი მიყიდაო. ცხადია, ლუჩანომ იგულისხმა, რომ მას გუნდში ნებისმიერი იტალიელი მოთამაშის გამოძახება შეუძლია.

„პირველად პრეზიდენტი, რომელმაც ყველა ფეხბურთელი მიყიდა, რომელიც მსურდა. ისიც მითხრა, რომ სხვების დამატებაც შემიძლია“, - იხუმრა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიისა და იტალიის ნაკრებთა მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099233