US Open-ის ფინალში დანილ მედვედევი ითამაშებს, რომელმაც ფავორიტად მიჩნეული კარლოს ალკარასი ნახევარფინალში დაამარცხა.
მედვედევმა მეტოქეს 3 საათსა და 22 წუთში, 4-სეტიან ბრძოლაში აჯობა - 7:6, 6:1, 3:6, 6:3.
შეხვედრა დაძაბული იყო, თუმცა, რუსი კორტზე უფრო კარგად მოქმედებდა და გამარჯვებაც მოიპოვა, რის შედეგადაც ამერიკის ღია პირველობის ფინალისტი გახდა.
US Open-ის ფინალში მედვედევი 10 სექტემბერს ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება.