ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ ფილიპე კოუტინიო კატარში გაანათხოვრა. ბრაზილიელი ფეხბურთელი „ალ-დუჰაილში“ გადავიდა და ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
კოუტინიო კატარულ კლუბში სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს, ფინანსური დეტალები კი უცნობია.
ფილიპე კოუტინიოს „ვასკო და გამაში“, „ინტერში“, „ესპანიოლში“, „ლივერპულში“, „ბარსელონაში“, „ბაიერნსა“ და „ასტონ ვილაში“ აქვს ნათამაშები, ბრაზილიის ნაკრებში კი 68 მატჩში 21 გოლი გაიტანა.