რაგბი

1:40 | 9.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო თასი: საფრანგეთმა ახალი ზელანდია დაამარცხა

რაგბიში მსოფლიო თასის გათამაშება გაიხსნა. „სენ დენიზე“ მასპინძელმა საფრანგეთის ნაკრებმა ახალი ზელანდია პრაქტიკულად უშანსოდ დაამარცხა და ტურნირი დიდებულად დაიწყო.

მატჩის დასაწყისი ზელანდიელებისთვის კარგი იყო, მესამე წუთზე ლელო დადეს და მსოფლიოს თასზე ანგარიში გაიხსნა. თუმცა, მერე ფრანგებმა იგდეს ხელთ უპირატესობა, მართალია მხოლოდ ჯარიმებით გავიდნენ ფონს, მაგრამ ტაიმი მაინც მოიგეს - 9:8.

შესვენების შემდეგ ისევ ახალმა ზელანდიამ დაიწყო კარგად, ტელეამ მეორე ლელო მიითვალა, მაგრამ მოუნგას გარდასახვა ისევ გაუცუდდა. თუმცა, ზელანდიის ნაკრებისთვის ორი ლელო და 1 ჯარიმა მაქსიმუმი გამოდგა. 56-ე წუთიდან საფრანგეთის ნაკრები დომინანტი გახდა მოედანზე. მასპინძლებმა ორი ლელო მიითვალეს, საიდანაც ერთი გარდასახეს, გარდა ამისა, კიდევ ორი ჯარიმა გაიტანეს და საბოლოდო, 27:13 მოიგეს.

საფრანგეთის ნაკრებმა ტურნირი დიდი გამარჯვებით და 4 ქულით დაიწყო, ხოლო ახალმა ზელანდიამ სანუგეშო ქულაც ვერ მოიპოვა.

მსოფლიო თასი სულ მალე საქართველოს ნაკრებისთვისაც დაიწყება, რომელიც 9 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე ავსტრალიას დაუპირისპირდება.

საფრანგეთი - ახალი ზელანდია 27:13 (9:8)

0.124625