ფეხბურთი

1:12 | 9.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდია და პორტუგალია ევროპის ჩემპიონატთან ნაბიჯში არიან

ევრო 2024-ისკენ შოტლანდიის ნაკრებმა კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა. სქოთებმა სტუმრად კვიპროსის ნაკრები 3:0 დაამარცხეს.

შოტლანდიელებმა საწყის ნახევარ საათში გაიტანეს სამივე გოლი და თემურ ქეცბაიას გუნდს არავითარი შანსი არ მისცეს. შედეგად, შოტლანდია 5 მატჩში მოპოვებული ქულათა მაქსიმუმით (15) ჯგუფში ლიდერია და სასწაული თუ არ მოხდა, ევროპის ჩემპიონატზე იოლად გავა.

მეორე ადგილზეა ესპანეთი 6 ქულით, შემდეგ საქართველო და ნორვეგია 4-4 ქულით მოდიან.

სხვა ჯგუფებიდან გამოსარჩევია პორტუგალიის ნაკრების მოგება, რომელმაც ბრუნო ფერნანდეშის ერთადერთი გოლით სტუმრად სლოვაკეთის ნაკრები დაამარცხა.

დღის კიდევ ერთი საინტერესო მატჩი ეშკიშეჰირში შედგა, სადაც თურქეთის ნაკრებმა სომხეთს ვერ მოუგო, ეგ კი არა, წაგებას გადაურჩა. სომხები 88-ე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა წაგებას თავი მაინც დააღწიეს. თურქეთი 10 ქულით ლიდერია, სომხეთს კი 7 ქულა აქვს ოთხ თამაშში და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის საკმაოდ მაღალი შანსი აქვს.

ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო ლუქსემბურგის ნაკრებმა, რომელმაც ამჯერად შინ ისლანდია 3:1 დაამარცხა და 5 ტურში 10 ქულა აქვს, შედეგად, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის დიდი შანსი აქვს. სხვათა შორის, ამ შეხვედრას ქართველი არბიტრები მსაჯობდნენ, მთავარი მსაჯი გოგა კიკაჩეიშვილი იყო, რომელმაც ისლანდიელი ფეხბურთელიც გააძევა.

1. შოტლანდია 5 5 0 0 12 1 11 15
2. ესპანეთი 3 2 0 1 10 3 7 6
3. ნორვეგია 4 1 1 2 5 7 -2 4
4. საქართველო 4 1 1 2 4 11 -7 4
5. კვიპროსი 4 0 0 4 2 11 -9 0
1. თურქეთი 5 3 1 1 8 6 2 10
2. ხორვატია 3 2 1 0 8 1 7 7
3. სომხეთი 4 2 1 1 8 6 2 7
4. უელსი 4 1 1 2 4 7 -3 4
5. ლატვია 4 0 0 4 3 11 -8 0
1. პორტუგალია 5 5 0 0 15 0 15 15
2. სლოვაკეთი 5 3 1 1 5 2 3 10
3. ლუქსემბურგი 5 3 1 1 7 7 0 10
4. ბოსნია 5 2 0 3 5 8 -3 6
5. ისლანდია 5 1 0 4 9 9 0 3
6. ლიხტანშტაინი 5 0 0 5 1 16 -15 0
0.115812