საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ფინალისტი სერბეთის ნაკრებია, რომელმაც ნახევარფინალში კანადა საკმაოდ იოლად, 95:86 დაამარცხა.
სერბებმა პირველივე პერიოდში მოიპოვეს 8-ქულიანი უპირატესობა შეიძლება ითქვას, რომ მთელი თამაშის განმავლობაში მეტოქეს მიახლოების საშუალება არ მისცეს. შესაბამისად, გამარჯვებაც დამსახურებულად და ლოგიკურად მოიპოვეს.
სერბეთის ნაკრებს 23 ქულით და 4 მოხსნით ბოგდან ბოგდანოვიჩმა ულიდერა, ხოლო ოგნიენ დობრიჩის აქტივში 16 ქულა იყო. კანადელთა შორის საუკეთესო არჯეი ბარეტი გახლდათ 23 ქულით, მაგრამ მხოლოდ მისი კარგი თამაში კანადას წარმატებისთვის არ ეყო.
ამრიგად, 2014 წლის შემდეგ პირველად სერბეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია, სადაც 10 სექტემბერს, აშშ-ს ან გერმანიას დაუპირისპირდება.
სერბეთი - კანადა 95:86 (23:15, 29:24, 23:24, 20:23)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეკუთვნოდა კანადას ბრინჯაო,ამერიკას კი არაფერი არ ეკუთვნოდა
შევაქე ბრიჯისი და სასწაულში გადაიყვანა ოვერტაიმში თამაში))))
ბრიჯესი არის მაგარი კალათბურთელი.ნებისმიერ საჩემპიონო გუნდს დახატავს.იგივე მინოსეტას რომ მიცე ბრიჯესი,საჩემპიონო თუ არა,ძაან სერიოზული კამანდა იქნებოდა ახალ სეზონში.კონლი ედვარდსი ბრიჯესი თაუნსი გობერი სერიოზული ხუთეული იქნებოდა.ნუ მე არ მომწონს თაუნსი-გობერი ერთად მაგრამ ფაქტია რომ მინოსეტა ორი მაღლით თამაშობს
დაცვის მსგავსი არ ითამაშეს არაფერი არც აშშ-მ და არც კანადამ,ნბა-ს შოუ თამაშივით გადაირბინე იქეთ,გადმოირბინე აქეთ,ასეთი თამაშები იყო,როცა კანადამ უსერიოზულესი დაცვა ითამაშა ესპანეთთან და სლოვენიასთანაც,თან ყველა ტურნირს ამერიკა ხომ არ მოიგებს?ერთი სიტყვით სცენარია რა!)))
რაღაც ხდება აქაც,სცენარია ყველაფერი,113 ქულას გერმანია საქართველოს ვერ ჩაუგდებს,ნუ რასაც ჩაუგდებს მინიმუმ 20 ქულით მოუგებს,მაგრამ მაინც!
ლიტვასთან წაგების გამოც არ ეკუთვნოდა ამერიკას ამ ტურნირის მოგება.ამერიკა რომ ტურნირზე თამაშს წააგებს,იმან ვერ უნდა მოიგოს ის ტურნირი
წინა ოლიმპიადაზე კეიდი რომ არ წასულიყო წააგებდნენ იმასაც,მითუმეტეს ლილარდი იყო იქ,ტატუმი და კიდევ სხვებიც.
ჯრუ ბუკერი დრაიმონდი ადებაიო ლავინი.ფაქტიურად ძირითადი გუნდი იყო და მაგენმა ძლივს მოიგეს.არც მაგათ ეკუთვნოდათ მოგება,ფრანგებთან ჯგუფში წაგების გამო.კიდევ გავიმეორებ,ამერიკა მსაგვს ტურნირებს წაუგებლად უნდა იგებდეს
სერბეთი გერმანია კარგი იქნება
ბრავო სერბეთს,
აი გერმანიამ რომ ამერიკას მოუგო დიდი სასწაული ნამდვილად არაა, მთელი ჩემპიონატი ვინ რას თამაშობდა კი ჩანდა. რთული სათქმელია ფინალს ვინ მოიგებს თუმცა გერმანიას ვფიქრობ მაინც
პოპოვიჩს სერიები აქვს წაგებული,რაის ყველადროის საუკეთესო მწვრთნელი.ამერიკის ნაკრები რამდენი ჩააბარეს,ან რამდენი იყო ზოგადად ამერიკის სამწვრთნელო შტაბში,იმდენი ჩაიჯვა გუნდმა.ფილ ჯექსონთან ახლოსაც ვერ მივა პოპოვიჩი
მოკლედ რა ვერ ისწავლეს ჭკუა ამერიკელებმა,არ მიყავთ მთავარი გუნდი და გონიათ მესამე გუნდით გახდებიან ჩემპიონები.არ ხდება ეგრე რაც ბევრჯერ აქვთ გამოცდილი.ეგ კი არა 2004 06 რა გუნდებით წააგეს,ბევრი ვარსკვლავი ყავდათ და ამათი წაგება რა გასაკვირია.დიდად არ იდარდებენ ეგენი ამ წაგებაზე მაგრამ ბევრჯერ დამკიცდა რომ არც ისე წინაა ამერიკა დანარჩენ მსოფლიოზე როგორც თვითონ ამერიკელებს გონიათ.მთავარი სუპერსტარები რა თქმა უნდა წინ არიან მაგრამ ასე მესემე-მეოთხე გუნდებით,თამამად შეგვიძლია იმის თქმა ამერიკა ვეღარ იგებს.სტევ კერიც კაი მზეა,არც ეგაა ისეთი მწვრთნელი როგორიც გონიათ ისევე როგორც პოპოვიჩია ზედმეტად შეფასებული.ანუ გოათი რომ გონიათ ბევრს გრეგი თორემ ტოპ 5 მწვრთნელში უეჭველი შედის თუ ტოპ 3-შიც არა
ბრავო სერბეთს ამათ დაუმატე ნბას მვპ და ამერიკას სერიოზულ პრობლემას შეუქმნიდნენ ფინალში
ამერიკამ წააგო გერმანიასთან)))
რო დავწერე ტაიმი მოგებული ჰქონდა ამერიკას

ფინალი კარგი საყურებელი უნდ აიყოს აქეთ ბოგდანოვიჩი იქით შროიდერი და სააათივით აწყობილი გერმანია. ისე სერბეთს მოგება და ბოგდანოვიჩს მვპ კი ეკუტვნის მარააა
არ მომწონს ეს სერბები...არც ფეხბურთში, არც კალათბურთში..არაა ზოგადად კარგი ხალხი, თუმცა სპორტული ნაციაა, ისე როგორც ყოფილი იუგოსლავია მთლიანად
რუსებზე მეტად რუსები არიან არა? დდდდ
სრბეთი გერმანია მინდა ფინალი
ბრავო სერბეთი, ესეთი კანადის დამარცხება მაგარი შედეგია