საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთის ნაკრებთან მატჩის (1:7) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
ფრანგმა სპეციალისტმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს არ უპასუხა, მხოლოდ თამაში შეაფასა...
„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ დარწმუნებული ვარ, ამ ორი წლის განმავლობაში გამიცანით და თქვენს შეკითხვებს ყოველთვის ვპასუხობ, მაგრამ ვფიქრობ, დღეს ამას აზრი არ აქვს, ამიტომ, მხოლოდ თამაშს შევაფასებ.
ბოდიში მინდა მოვუხადო ფანტასტიკურ ქომაგებს, რომლებიც ჩვენი ცუდი თამაშის მიუხედავად ბოლომდე მხარს გვიჭერდნენ და მხოლოდ ისინი იმსახურებენ ქებას. კატასტროფულად ვითამაშეთ, შეიძლება ითქვას, არაფერი გამოგვივიდა, ბურთით და უბურთოდ, აბსოლუტურად ყველა ასპექტში თამაში ჩავაგდეთ.
ფეხბურთელებს დაველაპარაკები, გავაანალიზებთ, რაც მოხდა. კატასტროფული შედეგი იყო და ეს ეხება ყველას, მეც, სამწვრთნელო შტაბს და ფეხბურთელებსაც. გულწრფელად უნდა ვისაუბროთ და გავარკვიოთ რა დონეზე ვართ და რა დონეზე უნდა ვიყოთ, რადგან წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩებია, როგორც ამ შესარჩევ ციკლში, ისე ერთა ლიგაზე.
ცუდი და წარუმატებელი თამაში ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია, ეს ხდება, მაგრამ ამ დონეზე თამაშის ჩაგდება სრულებით მიუღებელია. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ამ მომენტში ლაპარაკს აზრი არ აქვს. ყველაფერი მოედანზე უნდა გამოჩნდეს და ძალიან მალე ნორვეგიაში ურთულესი თამაში გვაქვს, ყველა ამ შეცდომას თუ გავიმეორებთ, რაც დღეს დავუშვით, სრული კატასტროფა იქნება, ამიტომ, ახლა მხოლოდ შეცდომების გამოსწორებაზე უნდა ვიფიქროთ და არ გპასუხობთ შეკითხვებზე, მარცხის გამო ბოდიშს ვიხდი. ხვალ დაველაპარაკები გუნდს და ვიმუშავებთ, რომ მომდევნო მატჩი ღირსეული შედეგით დავასრულოთ“, - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს A ჯგუფში ოთხ შეხვედრაში 4 ქულა აქვს. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 12 სექტემბერს, ოსლოში, ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამ თამაშის შედეგზე 100 % პასუხისმგებელი არ მწვრთნელი ტაქრიკა, მოთამაშებიი მის ხელთ იყო. როგორ დავიჯერო რომ ცენტრში საზანოვი არ ჯობია ასეთ ფორმაში მყოფ კვირკველიას? კვირკველიას არასდროს ჰქონდა სისწრაფე სწორი პოზიციის შერჩევით აბალანსებდა მაგრამ ასაკთან ერთად გადაადგილებ აუჭირს პოზიციას ვეღარ არჩევს და თან ვისთან აყენებ ესპანეთან რომელიც ყველასთან ბურთშ ფლობს და მუდმივად მოძრაობს? მარტო სანიოლის წაცვლა ვერ უშველის რადგან ის შედეგი რაც გვაქვს 32 წლეია ჩვენი გულშემატკივრების ბრალიცააა. რეალური შეფასება არ ხდება მოიგებენ და ტოპ ნაკრებია წააგებენ და ჭ კლასი არადა რეალურად მართლა ჭ კლასია. რაოტმ უნდა გქონდეს ამბიცია ამ ჯგუფიდან გასვლის ან შოტლანდიაში მოგების ამბიცია? გადახედეთ მათ მოთამაშებს სად თამაშობენ და მერე ჩვენებს. ტოპ 5 ში 2 მოთამაშე გვყავს როცა მათი ნაკრების ნახევარზე მეტი ტოპ ლიგებშია. იგივე შოტლანდია ნორვეგია პრმიერლიგის გუნდებში არიან მიჩვეული არიან მაღალ ტემპში პრესინგის თამაშს კონტრიერიშზე გადასვლას ჩვენთან კონტრიერიშზე გარბის 2 კაცი იქ 4-5 აი ეს ქმნის განსხვავებას და შედეგს
აქამდე ვაისი იყო ის გავუშვით, ეხლა სანიოლი უნდა წავიდეს,მერე სხვა მოვა და ისიც უნდა გავუშვათ, და ესე უსასრულოთ, რამდენი მწვრთნელი გამოვიცვალეთ, ვერავინ შედეგი ვერ დადო, მხოლოთ მწვრთნელის ბრალი არ არი, დანარჩენი წილი ფეხბურთელებზეა
რაც ქვემოთ დავწერე , იმის გარდა ვიტყვი , ოდნავ თუ რეალურად აფასებ სიტუაციას , უნდა იცოდე , რომ ამ ჯგუფიდან გასვლის შანსი არ გაქვს . აქედან გამომდინარე , გეგმაზომიერად უნდა განახორციელო თაობის ცვლა . ხედავ , რომ კვირკველია და კაშია ძლივს გადაადგილდებიან მინდორზე , აღარ შეუძლიათ და .... ,,შეეკითხე" თუ გინდა . მათზე არანაკლები თუ მეტი არა ნიჭიერი ახალგაზრდები გყავს და შეუშვი , მიეცი თამაში . მეტი მონდომებაც ექნებათ , მეტ გამოცდილებას შეიძენენ , ეგრე უსისხლოდ არ წააგებენ და გაზაფხულისათვის მეტად გამოცდილი გეყოლებიან . იქედან მეტი შანსია გასვლის და შეხვდება გუნდი მომზადებული , ახალგაზრდა ფეხბურთელებით . მაგრამ , ,,მენტალიტეტ დებილი "
ჰაა ვაუქმებთ რაგბს და ფეხბურთს??
რაგბთან რა პრეტენზია გაქვთ ?
ეს კიდევ არ წასულაა
რა კრიტერიუმით ითხოვდნენ ამ ჯგუფიდან გასვლას ან ლიდერ შოტლანდიის გლაზგოშ დამარცხებას. ჩვენზე 10 ჯერ პატარა ქვეყანაა ლუქსემბურგი მაგრამ საკლუბო და სანაკრებო დონითაც ჩვენზე წინაა სტაბილურად იკავებს ჯგუფშ 3 ადგილს ცოტა აკლდება 2-ზე გასასვლელად
რაც შეეხება ბავშვთა ფეხბურთს ჩვენი საშელი არაა ბავშების 90 % ტელეფონშია ფეხბურთის თამაში უნდათ და სირილი არა რასაც ვარჯიშზე არბენინებენ ძალით ეგაა და ეგ. გაიზრდებიან აღარ მიყვებათ ფიზიკა მალე იღებიან ან გადაიწვებიან და იტრავმებიან.
სად ხართ ის ხალხი გამოდით ეს რომ ვაისზე მააგრი მწვრთნელი გეგონათ. სანიოლი ტიპი რომელსაც არანაირი შედეგები არ ჰქონდა სეზონის ჩამთავრებამდე აპანღურებდნენ ინიშნება ნაკრების მწვრთნელად. რაც შეეხება მოტამაშეების შერჩევას არაბიძე აბურჯანიას როგორ არ ჯობია. აბურჯანიას რა უნდა ნაკრებში რა დამსახურებისთვის იძახებენ. რო დავწერე ადრე ჩვენ არც საკალათბურთო და არც ასაფეხბურთო ნაკრებს მწვრთნელი არ ჰყავს არანაირი ტაქტიკა არ გვაქვსო აქ ბევრი აყაყანდა. ორივეგან ინდივიდიალური ოსტატობა ან გაგვივარდა და ვიგებთ მაგის იქით არანაირი თამაშის წაკიტხვა შეცვლა პრესინგი ორვეგან ცოტა ძლიერი და მონდომებუი ნაკრებები შემოისეირნებენ ხოლმე. ფედერაციაზე რაუნდა ვთქვა პრეზიდენტი რომ პარლამენტის წევრი იქნება აქ დამთავრებულია მაგაზე სერიოზული კომენტარის კეთება.
როგორც მინიმუმ ბოდიში და ნახვამდით უნდა დაგვემშვიდობონ ფედერაცია და სანიოლი... მაგრამ გვეშველება ამით? ვინ მოვა? ეს ხომ გამონაკლისი არ იყო? როგორც ბრაზილიის მარცხი გერმანიასთან? პრობლემა ყველა მიმართულებით, ვერტიკალური და ჰორიზონტალურადაც არის, საერთოდ გუნდურ სახეობებში გვიჭირს , იმიტომ რომ ერთნაირი პასუხისმგებლობით და პროფესიონალური მიდგომებით შუძლებელია გუნდის დაყენება, ხან ვის ჩამოეძინება და ხან ვის გაექცევა ფიქრები...ფიზიკური გადაღლის გამო სისხლი ტვინში აღარ აღწევს და ,,საკუთარი სახელიც ავიწყდებათ"... მაგ:რა უნდა აბურჯანიას ნაკრებში?, საფუძლიანი ეჭვი მაქვს რომ მფარველობს ვიღაცა, კვირკველია სიმაღლის გამო თუ არის ნაკრებში ძელებთან მაინც დადგეს იქნებ ბურთი მოხვდეს, ერთი სეზონი ითამაშა საშ. ევროპულ დონეზე და მორჩა....თუმცა ანალიზსაც აზრი არ აქვს, მარტო 3-4 ფეხბურთელი იმსახურბს ნაკრებში თამაშს,სტაბილურობა კი არავის აქვს..
სანიოლს თავზე აზის ფედერაციის ბანდა, თვითონ წერენ სიას, ეს ჩემია, ის შენია და ასე შემდეგ

ერთერთი ყველაზე დიდი ხელმოცარული ფიგურა არის აბურჯანია, 1 სრული და კარგი სეზონი არ ჰქონია კარიერაში, ყველგან მეორე ხარისხოვანი ფიგურა იყო, არც ნაკრებში ყოფილა არასოდეს სტაბილური და კარგი, უბრალოდ რატომღაც არადა არ ჩამოაშორეს ნაკრებს, რატომ?
იმიტომ რომ არეკლამებენ არ ჩამოჰყავთ ევროპული ლიგების თვალთახედვიდან, მერე რა რომ მეორე ხარისხოვანი ლიგებია, ნორმალურ ხელფასს ხომ უხდიან? ხოდა ფული ტყდება საძმოში ... არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, მაგრამ ჯანსაღი კონკურენცია არ იგრძნობა,
იგერ ალთუნაშვილი გაცილებით კარგ კონდიციებშია მაგრამ იმის "პატრონები" როგორც ჩანს ფედერაციის ხალხისთვის გასაყოფად არ იმეტებენ
ჩემი აზრით ძალიან მაგარი ნაკრები გვყავს ძმაო! რა. გინდა? სერია-ა-ს მოთამაშე და ევრო იუ-21-ის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე "ზამენაზე" გვიზის, სერია-ბ-ს მოთამაშეს, რომელსაც ასევე "სერია-ა"-ში
თამაშის გამოცდილებაც აქვს ვ ა ფ შ ე არც ვიძახებთ და არ არის განაცხადში...
რომელიმე სხვა ნაკრები დაიკვეხნის ამ ფუფუნებას? ზატო "დაფრინავს "ვიტესის ლე- გენდა", თანაც ბებერი! ახლა არ თქვათ კაშია რა შუაშია ძმაო, იმ რგოლში იყო პრობლემები და ამ რგოლში არ იყო და მსგავსები! აქსიომაა რასაც ვამბობ. ძაან ტრა*ზე რო გავიხიეთ, შოტლანდიაში "ტბაში" გვათამაშესო, მაშინაც მაგ თამაშს რომ ვუყურე კიდე კარგი "ტბაში" გვათამაშეს, თორემ 2-0-ს კი არა, კაი 5-0-ს წავაგებდით, მაგ ტბამ იმათ უფრო შეუშალა ხელი. ახლა "გესმით? კაი, მაშინ კარგად დააკვირდით დინამოზე" ტაბლოს! ეს არის ქართული ფეხბურთის სენი ავტო რიტეტებს ვერ ველევით! არადა ნაღდად არ გვყავს "მალდინები" და იმ დონის ფეხბურთელები, რომ 15 და 20 წელი ითამაშონ ნაკრებში... ადრეც ასე იყო,შოთა არველაძე, ზურა ხიზანიშვილი და ა.შ. სანამ ფოსტალიონმა პენსია არ შეუტანა
მინდორზე არ გაუშვეს ნაკრებიდან... ნაკრებში სულ, მუდმივად უნდა იცვლებოდეს "სისხლი" მით უფრო, როცა შენი ფეხბურთელები სერია-ა-ში და ლა ლიგაში გადადიან. ჩვენთვის სერია-ბ-ც მაღალი დონეა! "სლოვანი" არა ნესვი! კანკავა ჯიგარი იყო ყოველთვის და მაგაშიც იჯიგრა ადგა და წავიდა! ესჩე*ისტოლერანტი რით ვეღარ მოაშორეთ ნაკრებს? ტიპი თუ ადის ვეღარ ჩამოდის და თუ ჩადის ვეღარ
ადის. საზონოვი, ლოჩოშვილი, არაბიძე, როგორ შეიძლება "ზამენაზე" დასვა, ანდა არ გამოიძახო? ეს იმან იცის, რაღაც უმნიშვნელო თამაშებში, თუნდაც გადაბერებულ ზლატანთან მოგებას, ხბოებივით "ისტორიის დაწერას" ვეძახით. ვიდრე არ იქნება დაცული აქსიომები და ვიტესის კუანა "ლეგენდა" არ გ%აჯვამს ნაკრებიდან,ველოდოთ მორიგ სირცხვილებს.
ვინც შენ მწვრთნელობა დაგაბრალოს მაგ შედეგით იმის.............
ჯერ ვაცადოთ იქნეფ გამოასწოროს სიტვაცია
კობიაშვილი და სანიოლი ამ თამაშის მერე თუ რომელიმე დარჩით პოსტზე თქვენი უნამოსო....
ბევრი კრიტიკული კითხვის დასმა შეიძლება, მაგრამ ჩვენთან სპორტული ჟურნალისტიკა დუმს...
სანიოლს გააჯმეინეთ
სანიოლს კი არა მეგობარო, სრულიად ფედერაციას უნდა გააჯმეინონ, ამხელა ფულს იღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჩვენი ჯიბიდან და საკლუბო ფეხბურთი 0, სანაკრებოც 0, ასიდან ერთ მატჩში რომ ყარაულის თოფივით გაგვივარდება და ერთ ამბავს ავტეხთ, ესეც ჩვენი უნიათობის და იდიოტური ოპტიმიზმის ბრალია. მაგრამ, ვიდრე ქვეყანას თავიდან არ ეშველება, არც სპორტს, კულტურას და ა.შ. არ ეშველება.
აგერ ძმაო, კალათბურთის ნაკრებზე რომ ვიძახით დედა ეს რა ვქენითო, სულ არ ვარ ამ ეიფორიაში. ისლანდიას 1 ქულით გადავურჩით და 2 ბანძ ნაკრებს მოვუგეთ, რომლებიც სხვებთანაც გაფარჩაკდნენ და ავტეხეთ ერთი აჟიოტაჟი. ყველგან ჩაწყობა და ძმაკაცობა არის და ვიდრე ეგ არ მოიშლება, ნუ გექნებათ წარმატების და შედეგების იმედი.
ამ ,,ტაქტიკით" და ამ შემადგენლობით ნორვეგიაში ნაკლები არ დაგვემართება, მაგრამ ჩემი აზრით არც მაშინ ინამუსებენ სამწვრთნელო შტაბი წასვლას . სანიოლი მოყვანილია , უცხოა და რა გულ-ჯიგარს ვთხოვ , მაგრამ ხიზანიშვილის ,, თამაში " არ გვახსოვს ? ჩასვრილი , უამბიციო , უჯიგრო და უთავმოყვარეო თამაშები . ერთმა ,,მენტალიტეტ დებილო" თქვა მაგის და მაგის საძმოს მიმართ , მეორემ , ,,მე შემიძლია ფეხბურთი ვასწავლო მოთამაშეს , მაგრამ სამშობლოს სიყვარულს ვერ ვასწავლიო ". ვინ იყვნენ მერე ამის მთქმელები , ბოსკამპი და კუპერი . ვერ იტყვი , რომ სანიოლიზე ნაკლები მწვრთნელები იყვნენ და არაფერი გაეგებოდათ . გველესიანს არ იძახებ , ლოჩოშვილის ლიგა არ მოგწონს ( არ გაგეცინება ?!) , არაბიძეს შანსს არ აძლევ , ჩაკვეტაძე სკამზე გიზის ... თამაშს აგებ 0-4 , თავდასხმაში 2 კაცი გყავს , რომელთანაც ბურთი ვერ მიაქვთ , გაგყავს კვირკველია ( საერთოდ რატო დააყენე ? ) და დვალი შემოგყავს , მძიმე მცველი . ხოლო წიტაიშვილს სკამზე ტოვებ . ანუ აზრზე არ ხარ რა ხდება , ვერ კითხულობ თამაშს . გიჭირს სისწრაფეები და ბურთის წამებით მაინც შენარჩუნება, ბურთის ამოტანა და ვისაც აქ რაღაცის გაკეთება შეუძლია , სკამზე გყავს და დვალი შემოგყავს დაცვის ,,გასამაგრებლად " . არადა 0-4 ანგარიშია . არ გაგეცინება ასე მოთქმით სატირალი რომ არ იყოს ?
მაგ ანგარიშის მერე მართლა უნდა ეგრე უქნან, სან მარინოს ნაკრებს არ აპატიებდა თავისი 50 კაციანი გულშემატკივრობა და ამას როგორ უნდა შევარჩინოთ ამდენმა ხალხმა