ფეხბურთი

19:00 | 8.09.2023 | ნანახია 17291 - ჯერ

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების ძირითადი შემადგენლობები ცნობილია

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს. მატჩის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება და უკვე ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა:

საქართველო (4-3-3): მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კვირკველია, კაშია, აზაროვი; აბურჯანია, გაგნიძე, კიტეიშვილი; ლობჟანიძე, მიქაუტაძე, კვარაცხელია

ესპანეთი (4-3-3): უნაი სიმონი; კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია; გავი, როდრი, ფაბიან რუისი; ასენსიო, მორატა, დანი ოლმო

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 8 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება. A ჯგუფს შოტლანდია 12 ქულით ლიდერობს, საქართველოს და ნორვეგიას 4-4 ქულა აქვთ, ესპანეთს - 3, ხოლო კვიპროსს ქულა არ მოუპოვებია. საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან უარყოფითი ბალანსი აქვს: 1 მოგება და 4 წაგება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067592
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
17291