ფეხბურთი

13:03 | 8.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრების ბუცების და ხელთათმანების ბარგი თბილისში ჩამოვიდა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების სპორტული ინვენტარი, ბუცები და ხელთათმანები თბილისშია.

მართალია, თამაშის დღეს, მაგრამ მაინც „ფურია როხას“ მადრიდში დარჩენილი ბარგი დანიშნულების ადგილზე ჩამოვიდა და უკვე იმ სასტუმროშია, სადაც გუნდია დაბინავებული.

ბუცებისა და ხელთათმანების არარსებობის გამო, ესპანეთის ნაკრებმა გუშინ მატჩის წინ ვერ ივარჯიშა. სხვათა შორის, ესპანეთს პრობლემა ორი წლის წინაც ჰქონდა თბილისში, როდესაც „დინამო არენაზე“ ელექტროენერგია გამოირთო, რის გამოც ვერც მაშინ ივარჯიშეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.

0.116707