ფეხბურთი

12:34 | 8.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლა პეპე "ტრაბზონსპორში" გადავიდა

ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელი ნიკოლა პეპე „ტრაბზონსპორში“ გადავიდა. თურქულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

კოტ დივუარელი ფეხბურთელი, რომელიც „არსენალმა“ 2019 წელს „ლილიდან“ 80 მილიონ ევროდ დაიმატა, თურქეთში უფასოდ წავიდა.

მან ინგლისურ გუნდში 112 მატჩში 27 გოლი გაიტანა, ხოლო გასული სეზონი იჯარით „ნიცაში“ გაატარა, სადაც 28 შეხვედრაში 8 გოლის გატანა მოახერხა.

0.113916