ფეხბურთი

11:11 | 8.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

კონმებოლში მუნდიალის შესარჩევი დაიწყო: არგენტინას მესიმ მოაგებინა (+VIDEO)

სამხრეთ ამერიკის ზონაში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაიწყო და მოქმედმა ჩემპიონმა არგენტინამ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

„ალბისელესტემ“ საკუთარ მოედანზე ეკვადორს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 აჯობა. ერთადერთი და გამარჯვების გოლი კი, ლიონელ მესიმ გაიტანა, რომელმაც 78-ე წუთზე ეკვადორელთა კარში ულამაზესი ჯარიმა შეაგდო.

ასევე 1:0 მოიგო კოლუმბიის ნაკრებმა, რომელმაც შინ ვენესუელას რაფაელ ბორეს მიერ მეორე ტაიმის სტარტზე გატანილი გოლით აჯობა და კარგი სტარტი აიღო. კიდევ ერთი მატჩი ასუნსიონში შედგა, სადაც პარაგვაი და პერუ ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ, შესაბამისად, ქულები გაიყვეს.

0.116483