ნორვეგიის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და შეიძლება ითქვას, რომ ივარჯიშა.
სტალე სოლბაკენის გუნდმა შინ იორდანიის ნაკრები 6:0 გაანადგურა. არ უთამაშია ერლინგ ჰოლანდს, რომელიც ნორვეგიელებმა დაასვენეს, შესაბამისად, საქართველოსთან შეხვედრისთვის მისი ენერგია დაზოგეს.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.
ნორვეგია - იორდანია 6:0 (4:0)
გოლები: 1:0 ნუსა (11), 2:0 აიერი (23), 3:0 ლარსენი (31), 4:0 ბიორკანი (41), 5:0 ფინე (80), 6:0 ვეტლესენი (90)