რაგბი

20:14 | 7.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო რაგბი ინტერნეტ შეურაცხყოფის წინააღმდეგ

2023 წლის მსოფლიო თასის მოახლოვებასთან ერთად, მსოფლიო რაგბი მატჩის ოფიციალური პირების, მსაჯების და მოთამაშეების დაცვისთვის ახალ ზომებს მიიღებს.

მოგეხსენებათ, სოციალურმა მედიამ ყოფით ცხოვრებაში დიდი ადგილი დაიკავა. ასევე სპორტის გულანთებული გულშემატკივრებიც თავიანთ აზრს სოციალური ქსელების მეშვეობით აფიქსირებს, მაგრამ ბოლო დროს აღინიშნება მსაჯთა და მორაგბეთა შეურაცხყოფა, აუგად ხსენება და ა.შ.

ამის საწინააღმდეგოდ და გამოსასწორებლად, მსოფლიო რაგბი თანამშრომლობს კომპანია “Signify Group”, რომელიც უზრუნველყოფს შემდეგს:

  • სოციალურ ქსელებში დამცავ მონიტორინგს (FB, Instagram, Twitter და ა.შ.)
  • აღიქვამს 30 ენაზე დაწერილს, სურათებს და ემოციებს (Emoji)
  • ყოველდღიურ სტატისტიკას
  • ფაქტების შეგროვებას
  • ყველაზე მძიმე შემთხვევებში შეიძლება საქმე გადაეცეს კანონდამცველებს

ეს ყოველივე მიმართულია სპორტის ფასეულობების და რაგბული სულის წასახალისებლად, მითუმეტეს ამ დიდი სარაგბო დღესასწაულის მიმდინარეობისას დადებითი მუხტისთვის გასაძლიერებლად.

მსოფლიო რაგბის აღმასრულებელმა დირექტორმა ალან გილპნმა განაცხადა: “რაგბი არის სპორტი ყვეალასთვის და ჩვენ ჩვენს პასუხისმგებლობას სერიოზულად ვეკიდებით, რათა ეს სპორტი გახდეს უფრო მიმზიდველი, ხელმისაწვდომი და გასართობი, რაგბში სიძულვილი ვერ იქნება შეწყნარებული.”

მსოფლიო რაგბის ურთიერთობის უფროსი დომენიკ რამბლს: “ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მსაჯების და მოთამშეების კეთილდღეობა დაცული იყოს, მსოფლიო რაგბის და სხვა კავშირების მთავარი პრიორიტეტიც სწორედ ესაა. ასევე ინტერნეტ სივრცის კეთილდღეობა ძალიან მნიშვნელოვანია. რაგბში შეურაცხყოფას მოედანზე ან მის მიღმა ადგილი არ აქვს და დღევანდელი განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ მომართულნი ვართ აღვკეთოთ ინტერნეტ სიძულვილი “სიგნიფაი ჯგუფთან” თანამშრომლობით, ეს თანამშრომლობა კი ჩვენს მიზნებს უფრო დაიდს ხდის – შევინარჩუნოთ პოზიტივი და ვიზეიმოთ ერთობა და ერთად ყოფნა”

ჯონათან ჰირშლერი, სიგნიფაის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი: ‘’ჩვენ მოხარულნი ვართ მსოფლიო რაგბთან მუშაობის შესაძლებლობით და გვინდა დავეხმაროთ მსაჯებს და მოთამაშეებს, რათა მათ შეძლონ 100 პროცენტით ფოკუსირება გააკეთონ მოედანზე და არ გაეფანტოთ ყურადღება ან არ იყვნენ შეურაცხოფილნი ინტერნეტ სივრცეში. უფრო მეტი და მეტი სპორტული გაერთიანებები იღებენ ამ საკითხს სერიოზულ მხედველობაში და კიდევ ერთხელ მოხარულნი ვართ მსოფლიო რაგბთან ურთიერთობით, რომლის მთავარი ფილოსოფიაა კეთილდღეობა და სპორტი, რომელიც ეყრდნობა პატივისცემას.

საქართველოს რაგბის კავშირისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს თამაშში მონაწილე ყველა პირის კეთილდღეობა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა როგორც მინდორზე ასევე მის მიღმა, მათ შორის სოციალურ ქსელებში მათი შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და არაეთიკური გამონათქვამებისგან დაცვა.

სრკ მოუწოდებს რაგბის გულშემატკივრებს და განსაკუთრებით რაგბთან რაიმე კავშირში მყოფ პირებს არ დაუშვან სოციალურ ქსელებში მატჩის ოფიციალურ პირთა და თამაშში მონაწილე გუნდების წევრების შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და არაეთიკური გამონათქვამები.

RUGBY.GE

0.113761