ფეხბურთი

19:33 | 7.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრებმა თბილისში მატჩის წინ ვერ ივარჯიშა

ესპანეთის ნაკრებმა საქართველოსთან მატჩის წინ თბილისში სრულფასოვნად ვერ ივარჯიშა.

საქმე ისაა, რომ ესპანელებს მადრიდში დარჩათ ჩანთა, რომელშიც ფეხბურთელების ბუცები და ხელთათმანები იდო. შედეგად, ფეხბურთელებმა მხოლოდ ფიზიკურად ივარჯიშეს.

დაკარგული ჩანთა თბილისში დანიშნულების ადგილზე დღეს საღამოს იქნება, მთავარმა მწვრთნელმა კი მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ხვალ დილით ჩანიშნა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 8 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111515