ფეხბურთი

18:59 | 7.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

როდრი: "ვიცით, რომ საქართველო გუნდურადაც ძლიერია, არა მხოლოდ ინდივიდუალურად"

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა როდრიმ საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ჯგუფში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია და ამიტომ, რთულ თამაშს ელოდებიან.

„საქართველოს ნაკრებს ვიცნობთ, ვიცით და ვთვლით, რომ ამ ჯგუფში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია. ამ ეტაპზე ეს თამაში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. საქართველოს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს ინდივიდუალურად, მაგრამ მთავარია მათ წინააღმდეგ გუნდურად ვითამაშოთ და შესაბამისად, ვემზადებით.

დიახ, ჩვენს გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ ვართ უფრო გამოცდილი მოთამაშეებიც. მცირედით გარდამავალი ეტაპი გვაქვს, მაგრამ საკმარისად მაღალი დონის გუნდი ვართ საიმისოდ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შევძლოთ. მთავარია, კონკრეტულ მატჩზე კონცენტრირება. ცხადია, 2008-2012 წლების შედეგების ჩვენება ჩვენთვის რთულია, მაგრამ შეგვიძლია მაღალ დონეზე თამაში“, - თქვა როდრიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 8 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება. A ჯგუფს შოტლანდია 12 ქულით ლიდერობს, საქართველოს და ნორვეგიას 4-4 ქულა აქვთ, ესპანეთს - 3, ხოლო კვიპროსს ქულა არ მოუპოვებია. საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან უარყოფითი ბალანსი აქვს: 1 მოგება და 4 წაგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112274