ფეხბურთი

21:32 | 13.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ადამ ნავალკა: ”ქართველები მებრძოლი ხალხია და არ უნდა მოვდუნდეთ”

პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ადამ ნავალკამ ქართველებთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თბილისში 3 ქულის ასაღებად ჩამოვიდა. ნავალკასთან ერთად “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში ორი ფეხბურთელი არკადიუშ მილიკი და გჟეგოჟ კრიშოვიაკი იმყოფებოდნენ.

-საქართველოს ნაკრების მწვრთნელის გადაწყვეტილებაზე რას ფიქრობთ?

-ადამ ნავალკა: ჩვენ პირველყოვლისა კონკრეტული მიზნით, 3 ქულის ასაღებად ჩამოვედით. საქართველო მხურვალე ქვეყანაა, აქ მებრძოლი ხალხია და არ უნდა მოვდუნდეთ, მწვრთნელის გადაწყვეტილებაზე კი კომენტარს არ გავაკეთებ.

-დამრიგებლის გადაწყვეტილება საქართველოს ნაკრების თამაშზე რამდენად იმოქმედებს?

-ამის შესახებ აზრის გამოთქმა მიჭირს. ეს მეტოქის პრობლემაა. საქართველო სახიფათო გუნდია, ფრთხილად უნდა ვიყოთ.

-ჩვენ კარგად ვიცით, როგორ თამაშობს საქართველოს ნაკრები. გუნდი ძირითადად აქცენტს დაცვაზე აკეთებს. პოლონეთის ნაკრები ორი ტაქტიკით თამაშობს ან პოზიციურ შეტევას მიმართავს ან პირველ ნახევარ საათში სწრაფად უტევს...

-ნავალკა: იმის გამხელა არ მინდა, რომელ ტაქტიკას გამოვიყენებთ გერმანიასთან სწრაფმა თავდასხმამ გაამართლა. პოზიციური შეტევაც კარგია, თუმცა, 90 წუთი თავდასხმაში ვერ ვიქნებით.

-სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გუნდის მობილიზირება არ უნდა გიჭირდეთ. ფეხბურთელებს თუ ესაუბრებით, რომ ყველა მეტოქე ერთნაირად შეაფასონ და ნებისმიერ მეტოქესთან მაღალი პასუხისმგებლობით ითამაშონ?

-ნავალკა: ამ გუნდთან დიდხანია ვმუშაობ და მაღალი დონის მოთამაშეებთან მაქვს საქმე. მათ წასახალისებლად დამატებითი ლექციის წაკითხვა არ სჭირდებათ.

-გჟეგოჟ კრიშოვიაკი: მწვრთნელს მატჩამდე ჩვენი წახალსება არ მოუწევს. გერმანიასთან გამარჯვების შემდეგ დიდი დრო არ გასულა. დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც გულზე არწივი გახატია - არ აქვს მნიშვნელობა ამხანაგურ თამაშს ატარებ თუ ოფიციალურს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ქვეყანას წარმოვადგენთ.

არკადიუშ მილიკი:” დავეთანხმები ადამსა და გჟეგოჟს დიდი პასუხისმგებლობაა როცა მკერდზე არწივი გახატია დიდი პასუხისმგებლობაა როდესაც ქვეყნის ნაკრებში თამაშობ

-თქვენ კარგად გახსოვთ 70-იანი წლების თბილისის “დინამო”. გჟეგოჟ ლატომ ისიც კი თქვა, რომ რამაზ შენგელიაზე უკეთესი თავდამსხმელი არ უნახავს. იმ პერიოდის “დინამოდან” ვის გამოარჩევდით?

ნავალკა: “მაშინდელი ქართული ფეხბურთი კარგად მახსოვს. ძალიან ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი გყავდათ, რომელთაც წამყვან ევროპულ კლუბებში თამაში შეეძლოთ. სამწუხაროდ, მაშინ სხვა პერიოდი იყო.

ბოლო კითხვის ავტორმა ჟურნალისტმა თენგიზ პაჭკორიამ პოლონელებს საჩუქრად ჭიქა გადასცა. მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა მას ხელი ჩამოართვეს და შეპირდნენ, რომ ამ საჩუქარს აუცილებლად მუზეუმში შეინახავდნენ.

0.229691