თამაშგარე

16:38 | 7.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ადრიანო შვილმა გვემა

„თურმე შვილს მიუბეგვიხარ,

ვაი შენს ძმასა პაპიო.

სანამდის მაგას შაქმნიდი,

რატომ არ მოგტყდა კაპიო?

ეხლანდელ ახალგაზრდები,

ბევრი გამოდის ბრაკიო

შვილს მშობლის დამღონებელსა,

მიხვდით რას ვამბობ აკიო...“

რა სამწუხაროა, რომ ეს ფშავური კაფია ვეტერანმა ბრაზილიელმა მეგოლემ, ადრიანომ არ იცის, თორემ აუცილებლად ამოიგმინებდა მას შემდეგ, რაც საკუთარმა შვილმა, ადრიანო რიბეირო ჯუნიორმა დააპანჩურა და სახლიდან გამოაგდო.

ადრიანოს ვაჟიშვილიც ფეხბურთელია და ბრაზილიურ კლუბ „გრემიოსთან“ ახლახანს გააფორმა პროფესიული კონტრაქტი. თავიდან, შარიან და პურიმჭამელ ადრიანოს ძალიანაც გაუხარდა შვილის წარმატება და ტრაბახობდა კიდეც ამ ამბით, მაგრამ შვილს აბა სად ეცალა ალკოჰოლიკი და გადარეული მამის ფერება-სიკეკლუცისთვის?

მამის ერთ-ერთი დაუპატიჟებელი სტუმრობისას, ადრიანო ჟუნიორს სახლში მეგობარი გოგო ჰყოლია და იმას უშვებოდა, ყველამ რომ კარგად ვიცით და „იმპერატორმა“ რაკი სიტკბოება შეაწყვეტინა, როგორც ბრაზილიის ბულვარული პრესა წერს, ადრიანო შვილმა სულ პანჩურებით გამოუსტუმრა უკან და თან დაუბარა - აქ მოსული აღარ დაგინახო და ტყუილად ნუ დაბოდიალობ გლდანის მაჟორიტარივითაო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114434