ფეხბურთი

11:04 | 7.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი არბიტრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს იმსაჯებენ

8 სექტემბერს, უეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.

ლუქსემბურგისა და ისლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მას ასისტენტობას გიორგი ელიკაშვილი და დავით ჩიგოგიძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ალეკო აფციაური იქნება.

შეხვედრა ლუქსემბურგში გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.108832