ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ მეკარემ, კეპა არისაბალაგამ საქართველოსთან მატჩზე ისაუბრა. მან ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი გამოარჩია, აღნიშნა, რომ თბილისში მოგება რთული იქნება.
„ორი თამაში გვაქვს, რომლებიც უნდა მოვიგოთ. განსაკუთრებით, საქართველოსთან გასვლითი თამაში იქნება რთული. ეს არის გუნდი, რომელიც ჩამოყალიბების სტადიის გამო ალბათ იტალიას ჰგავს, 5 მცველით თამაშობს, საიდანაც სამი ცენტრალური მცველია. წინ კი ისეთი განსაკუთრებული და განსხვავებული ფეხბურთელი ჰყავს, როგორიც კვარაცხელიაა, „ნაპოლიდან“, ალბათ მათი საუკეთესო ფეხბურთელია. მამარდაშვილიც „ვალენსიაში: შესანიშნავად თამაშობს და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა“, - თქვა კეპამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებთა მატჩი 8 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.