ფეხბურთი

17:19 | 6.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ერმოსომ რუბიალესის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

ესპანელმა ფეხბურთელმა, ჯენიფერ ერმოსომ, ქვეყნის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის, ლუის რუბიალესის წინააღმდეგ ესპანეთის პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.” - წერს Cadena SER.

წყაროს ცნობით, ოფიციალური საჩივარი სამშაბათს, 5 სექტემბერს შევიდა. მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში იქნება პრეს-რელიზი სპორტსმენის ქმედებების ოფიციალური დადასტურებით.

20 აგვისტოს ესპანეთის ქალთა ნაკრები ისტორიაში პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ზეიმის დროს რუბიალესმა ერმოსოს ტუჩებში აკოცა.

25 აგვისტოს რუბიალესმა განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ თანამდებობის დატოვებას არ აპირებდა. მანამდე მან თქვა, რომ კოცნა მასსა და სპორტსმენს შორის ურთიერთშეთანხმებით მოხდა.

ესპანეთის პროკურატურამ რუბიალესის მხრიდან სექსუალური ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ფიფა ასევე გეგმავს რუბიალესის ფეხბურთიდან 15 წლით მოკვეთას.

0.109603