გერმანიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, ეროვნულ გუნდში მეკარის პოზიციაზე კონკურენციის შესახებ ისაუბრა.
„ახლა მე ვარ ნომერ 1. დიდი ხანი ველოდი ამ მომენტს და ახლა მინდა ვისარგებლო შემთხვევით. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასევე დავრჩე. არ ვიცი, რეაბილიტაციის რა ეტაპზეა ნოიერი. დავინახე, რომ საწვრთნელ მოედანზე დაბრუნდა, რამაც ძალიან გამახარა. ასეთი მძიმე ტრავმის შემდეგ მთავარია მოედანზე გასვლა.
ვიმედოვნებ, ფეხბურთი ისევ მოეწონება. არ შემიძლია ამ საკითხებზე გავლენა მოვახდინო. მწვრთნელს ვერ ვეტყვი რა უნდა გააკეთოს. ორიენტირებული ვარ იმაზე, რისი ჩვენებაც შემიძლია მოედანზე მომდევნო ორ თამაშში.“ - ციტირებს ტვიტერში ტერ შტეგენის სიტყვებს Bayern & Germany.
შეგახსენებთ, რომ მრავალი წლის განმავლობაში ტერ შტეგენი ნოიერის შემცვლელი იყო. მაგრამ „ბაიერნის“ მეკარის მძიმე ტრავმის გამო, ის გახდა ბუნდესნაკრების პირველი ნომერი.