ფეხბურთი

16:24 | 6.09.2023 | ნანახია NaN - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ანტონის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს გამოეხმაურა

„მანჩესტერ იუნაიტედმა" განცხადება გაავრცელა ბრაზილიელ ნახევარმცველ ანტონისთან დაკავშირებით, რომელიც ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ გაითვალისწინა ანტონის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები და აღნიშნა, რომ საქმეს პოლიცია იძიებს. დამატებითი ინფორმაციის მოლოდინში, კლუბი კომენტარს არ გააკეთებს.

„ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ამ საკითხს და გვესმის, რა გავლენას ახდენს ეს ბრალდებები და შემდგომი მოხსენებები ადამიანებზე ვინც ოჯახური ძალადობის მსხვერპლია.“ - ნათქვამია „წითელი ეშმაკების“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ანტონის ყოფილმა შეყვარებულმა, გაბრიელა კავალინმა, ადრე ისაუბრა ფეხბურთელის მხრიდან ოჯახურ ძალადობაზე. მოგვიანებით თავად ანტონიმ გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ის ცრუ ბრალდებების მსხვერპლი გახდა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:44 | 05.09.2020
kakhaberry (2630)

ისე, საბოლოო შემადგენლობა რამდენი ხნით ადრე იგზავნება უეფასთან და რა მოხდება, გაგზავნიადნ მატჩის დაწყებამდე რო ვინმეს რამე მოუვიდეს? ტრავმა, ცუდად გახდომა, ფაღარათი ))))

14:43 | 05.09.2020
kakhaberry (2630)

და შეცვლები არ ქონდათ თუ რა, ვერ შეიყვანდნენ კიელინის რო ნდომებოდათ? 5 ცვლილებაა ბოლოსდაბოლოს დასაშვები )))))

0.066126