15:52 | 6.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჰიონესი ჩაბი ალონსოს „ბაიერნის“ შესაძლო მწვრთნელობაზე

მიუნხენის „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა ჩაბი ალონსო გახდეს მიუნხენური კლუბის შემდეგი მწვრთნელი.

„თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ იულიან ნაგელსმანთან ხუთი წლის განმავლობაში ვითანამშრომლებდით. ახლა ჩვენ გვყავს ძალიან სერიოზული და კარგი მწვრთნელი თომას ტუხელი. ერთად გვინდა მივაღწიოთ ნაყოფიერ თანამშრომლობას მომავალ წლებში.“ - ციტირებს ჰიონესის სიტყვებს Sport Bild.

შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსო ლევერკუზენის „ბაიერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2022 წლის შემოდგომაზე დაინიშნა. ესპანელი სპეციალისტის „ფარმაცევტებთან“კონტრაქტის ვადა 2024 წლამდეა გათვლილი. სამი ტურის შემდეგ ალონსოს გუნდმა 9 ქულა დააგროვა და ამჟამად ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილ ადგილზეა

0.110434