„სევილიას“ ყოფილმა მეკარემ, იასინ ბუნუმ, რომელიც ამ სეზონში საუდის არაბეთის „ალ-ჰილალში“ თამაშობს, თქვა, რომ მანამდე შეთავაზება ჰქონდა მადრიდის „რეალიდან.“
„დეკემბერში გახლდათ შემოთავაზება, მაგრამ ვგრძნობდი, რომ შესაფერისი დრო არ იყო. მადრიდის „რეალისთვის" პრიორიტეტული ვარიანტი ვიყავი, მაგრამ აფრიკის თასმა გაართულა სიტუაცია და გარიგება ჩაიშალა." - ციტირებს ბუნუს სიტყვებს El Pelotazo.
შეგახსენებთ, რომ ბუნუ „ალ-ჰილალში“ ამ ზაფხულს გადავიდა. საუდურმა კლუბმა 32 წლის მეკარისთვის 21 მილიონი ევრო გადაიხადა, ბონუსების ჩათვლით. მხარეებმა ხელი მოაწერეს სამ წლიან ხელშეკრულებას (2026 წლის ივნისის ბოლომდე).
გასულ სეზონში ბუნუმ „სევილიაში“ 36 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე. მაროკოელი მეკარეების საუკეთესო სამეულში მოხვდა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლოს.