„ბაიერნის“ ყოფილმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, შესაძლოა, გერმანიის ნაკრები ან დორტმუნდის „ბორუსია“ ჩაიბაროს - გვამცნობს Abenzeitung.
აღსანიშნავია, რომ ნაგელსმანმა უკვე უარყო „ჩელსის,“ „ტოტენჰემისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ შეთავაზებები. ამავდროულად, მწვრთნელს ასისტენტთა ახალი შტაბის დაკომპლექტება სურს.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის ნაგელსმანი მიუნხენის „ბაიერნს“ 2021 წლის ივლისიდან 2023 წლის მარტამდე წვრთნიდა. მან მიუნხენურ კლუბთან ერთად გერმანიის ჩემპიონის ტიტული და ქვეყნის ორი სუპერთასი მოიგო. მანამდე ნაგელსმანი „ლაიფციგსა“ და „ჰოფენჰაიმში“ მუშაობდა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაგელსმანი გერმანიის ნაკრებში ჰანს-დიტერ ფლიკის სავარაუდო შემცვლელ ორ კანდიდატს შორის ერთ-ერთია. მეორე „აინტრახტის" მთავარი მწვრთნელი, ოლივერ გლასნერი გახლავთ.
ასევე, ნაგელსმანის მიმართ ინტერესს საუდის არაბეთის კლუბებიც იჩენენ.