ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებთა მატჩს გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
მთავარი არბიტრი დანიელ ზიბერტი იქნება, რომელიც წლებია ბუნდესლიგისა და საერთაშორისო შეხვედრებზე მუშაობს. მას ასისტენტობას იან სეიდელი და რაფაელ ფოლტინი გაუწევენ, ხოლო მეოთხე არბიტრის ფუნქციას ფლორიან ბადშტუბნერი შეასრულებს.
39 წლის ზიბერტი პირველად იმუშავებს საქართველოს ნაკრების მატჩზე. მან ბოლოს 31 აგვისტოს, „აბერდინისა“ და „ჰაკენის“ შეხვედრა განსაჯა, ხოლო მანამდე ბუნდესლიგაში „ბაიერნი“ – „აუგსბურგზე“ იმუშავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 8 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.