ფეხბურთი

11:00 | 6.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

კლოპს "ლივერპულში" ფელიქსის დამატება სურდა და მზად იყო დარვინზე უარი ეთქვა

„ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს ჟოაო ფელიქსის დამატება სურდა. ამის შესახებ ესპანური მედია წერს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, გერმანელი სპეციალისტი მზად იყო ფელიქსის სანაცვლოდ „ატლეტიკოსთვის“ 80 მილიონი ევრო შეეთავაზებინა, გარდა ამისა, უარი ეთქვა დარვინ ნუნიესზე, რადგან კლუბს შესაბამისი თანხა უნდა გამოემუშავებინა.

თუმცა, გარიგება არ შედგა, რადგან პორტუგალიელ შემტევს თავისი ბავშვობის ოცნების კლუბში, „ბარსელონაში“ გადასვლა სურდა და მიზანს მიაღწია კიდეც. აღსანიშნავია, რომ კლოპი ფელიქსის შეძენას 2019 წელს, „ბენფიკადანაც“ ცდილობდა, მაგრამ ამის გაკეთება ვერც მაშინ მოახერხა.

0.114555