ფეხბურთი

1:00 | 6.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "ნაპოლისთვის" ახლა სხვა საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კვარას კონტრაქტი"

„ნაპოლის“ განცხადებას ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა გამოეხმაურა.

ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე „ნაპოლისთვის“ ალბათ უფრო მნიშვნელოვანია ვიქტორ ოსიმენსა და პიოტრ ჟიელინსკისთან კონტრაქტის განახლება.

„საუბარია იტალიის ჩემპიონ კლუბზე, რომელიც ევროპის 8 საუკეთესო კლუბში მოხვდა, ამიტომ მეჩვენება, რომ საკმაოდ თავისუფალი განცხადებაა. ახალი ამბების გაჟონვა შეიძლება უკავშირდებოდეს კლუბს ან აგენტებს. ფეხბურთელს ჯერ კიდევ 4-წლიანი კონტრაქტი აქვს. მესმის, რომ ქართველი და მისი გარემოცვა ელოდნენ კონტრაქტის კორექტირებას, დღევანდელ ფეხბურთში ასე ხდება, კარგი სეზონის შემდეგ ფეხბურთელები კლუბის კარზე აკაკუნებენ. აზრი არ აქვს ვიფიქროთ, სწორია თუ არა ეს, მხარეთა თამაშია, რომელშიც ალბათ, „ნაპოლი“ მიიჩნევს, რომ ახლა უფრო აქტუალურია ჟიელინსკის საკითხი ან ოსიმენის კონტრაქტის განახლება“, - თქვა სკირამ.

0.114778