ფეხბურთი

23:37 | 5.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "სპალეტის იტალიის ნაკრებში კვარაცხელია და ოსიმენი აკლია"

Gazzetta Dello Sport-ის ჟურნალისტმა სტეფანო სალანდინმა იტალიის ნაკრებსა და ლუჩანო სპალეტიზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, სპალეტი ეცდება „სკუადრა აძურაც“ „ნაპოლის“ პრინციპით ათამაშოს, მაგრამ მას იტალიის ნაკრებში ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია არ ჰყავს, რაც ბევრს ნიშნავს.

„ველოდები, რომ სპალეტისთან ერთად ნაკრები 4-3-3 სქემით თამაშობს დაიწყებს, აგრესიული სულისკვეთების ფეხბურთს, ბურთთან მცირე შეხებით. რთული იქნება „ნაპოლის“ მოდელის გადმოტანა, ერთი და იგივე მოთამაშეები არ არიან მის განკარგულებაში. იტალიას აკლია ოსიმენის და კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელები და ეს არც ისე ცოტაა. იქნება გარკვეული არსებითი ცვლილებები, მაგრამ თამაშის პრინციპი, რა თქმა უნდა, მსგავსი იქნება. როგორიც არ უნდა იყოს სპალეტის მიდგომა, დარწმუნებული ვარ, უარყოფითი შედეგი არ იქნება. მწვრთნელს და მის შტაბს სურთ, რომ დაუყოვნებლივ კარგი შედეგებით დაიწყონ.

დი ლორენცო კაპიტანი? არსებობს ეს ვარიანტი, მაგრამ ნაკრებში ზუსტი წესებია: სამკლავურს მას აძლევენ, ვისაც ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს ნაკრებში, ამ ლოგიკით ან დონარუმა იქნება, ან იმობილე“, - თქვა სალანდინმა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები 9 სექტემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ხოლო სამი დღის შემდეგ უკრაინას დაუპირისპირდება. სწორედ ამ მატჩებით დაიწყება სპალეტის სანაკრებო კარიერა.

0.122292