ფეხბურთი

23:03 | 5.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონობის მიუხედავად ესპანეთის ნაკრებიდან მწვრთნელი დაითხოვეს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხორხე ვილდა დაითხოვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

სავარაუდოდ, ვილდას დათხოვნა ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის სკანდალს უკავშირდება. რუბიალესმა საჯარო გამოსვლისას ფეხბურთელის კოცნაზე თავი დამნაშავედ არ მიიჩნია, რასაც დარბაზში მყოფი საზოგადოების ნაწილისგან ტაში მოჰყვა, მათ შორის ვილდაც იყო.

აღსანიშნავია, რომ ნაკრების ფეხბურთელები, როგორც ქალები, ისე ვაჟები განუდგნენ რუბიალესს. არადა, ვილდას ხელმძღვანელობით ესპანელები ცოტა ხნის წინ ისტორიაში პირველად გახდნენ ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონები.

0.10813