ფეხბურთი

20:43 | 5.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "რთული თამაშები გველოდება, გუნდში კი ძალიან კარგი განწყობაა"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა შეკრების მეორე დღეს კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდში კარგი განწყობაა და სასურველი შედეგის მიღწევის იმედი აქვთ.

"რთული თამაშები გველოდება. ჯგუფის ორ გამორჩეულ გუნდს ვეთამაშებით. სასიამოვნოა, რომ ესპანეთთან მატჩი დინამო არენაზე გაიმართება, სადაც ყოველთვის განსხვავებული ემოცია იგრძნობა გულშემატკივრისგან. მოუთმენლად ველი ამ შეხვედრას. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. დღეს სრული შემადგენლობით შევიკრიბეთ და იმედი მაქვს, რომ ქართველი გულშემატკივრის დახმარებით სასურველ შედეგს მივაღწევთ", - თქვა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 12 სექტემბერს, ოსლოში ნორვეგიას ესტუმრება.

0.117755