საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.
5 სექტემბერს, ვილი სანიოლის გუნდმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელი შეკრების მეორე დღეს ჩვენ გუნდს ის ლეგიონერები შეუერთდნენ, რომლებმაც საკლუბო მატჩები კვირას გამართეს.
საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა ესპანეთისა და ნორვეგიის წინააღმდეგ:
მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო თბილისი", საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)
მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, კვიპროსი), სოლომონ კვერკველია („ალ ოხდუდი“, საუდის არაბეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო ბათუმი", საქართველო), სანდრო კალანდაძე („დინამო თბილისი", საქართველო), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია)
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი ("ლევანტე", ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო თბილისი", საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“, რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო ბათუმი", საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი)
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 12 სექტემბერს, ოსლოში ნორვეგიას ესტუმრება.