ნეაპოლში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა „ნაპოლის“ მიერ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლებასა და ხელფასის მომატებაზე მოლაპარაკებების წარმოების უარყოფას, თანაც საკმაოდ უხეში განცხადებით. ნეაპოლელთა პრესრელიზს ბევრი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის, „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი ფაბიანო სანტაკროჩე, რომელიც ფიქრობს, რომ ასეთ კომუნიკაციას მხარეებს შორის ურთიერთობის გაფუჭება შეუძლია.
ფაბიანო სანტაკროჩე (ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი): „დიახ, ასეთ განცხადებას შეუძლია ურთიერთობის გაფუჭება. ასევე შეუძლია დეკონცენტრირება, თუნდაც უნებლიედ. ასეთი სიტუაცია, რაც შეიძლება მალე უნდა გამოსწორდეს. გაკვირვებული ვარ „ნაპოლის“ ამ განცხადებით. გასული სეზონის შემდეგ მოსალოდნელი და ადვილად მისახვედრი უნდა ყოფილიყო, რომ ვიღაცა ხელფასის მომატებას მოითხოვდა“.
ხავიერ იაკობელი (ჟურნალისტი): „როდესაც ვსაუბრობთ ისეთ ფეხბურთელზე, როგორიც კვარაა, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ის დიდი კლუბების ინტერესის ცენტრშია. ჩემი აზრით, ეს მოლაპარაკებები კონტრაქტის განახლების თაობაზე კვარაცხელიასთვის და „ნაპოლისთვის“ საუკეთესოდ დასრულდება. მჯერა, რომ ხელფასის გაორმაგება დაგეგმილია. რა თქმა უნდა, რაც უფრო მალე მოგვარდება ეს საკითხი, ორივე მხარისთვის უკეთესი იქნება“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია წელიწადში 1.2 მილიონი ევროთი "ნაპოლიში" ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.