ფეხბურთი

17:23 | 5.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვილიარეალიდან" კიკე სეტიენი დაითხოვეს

„ვილიარეალმა“ მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი გაათავისუფლა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

სეტიენის სამსახურიდან გაშვების მიზეზი სეზონის წარუმატებელი სტარტი გახდა. „ვილიარელმა“ ლა ლიგის ოთხ ტურში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა - 1მოგება, 3 წაგება, რაც ცხადია, არადამაკმაყოფილებელი მაჩვენებელია.

ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნება „ვილიარეალის“ ახალი მთავარი მწვრთნელი. სავარაუდოდ, კლუბი ამის შესახებ უახლოეს ხანში გამოაცხადებს და სეტიენის მემკვიდრეს სანაკრებო პაუზაზე გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა ექნება.

0.106537