ფეხბურთი

15:16 | 5.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" განცხადება: "სისულელეა, კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლებაზე არ ვმუშაობთ!"

„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტი შესაძლო განახლებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები უარყო. კლუბმა საკუთარ ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართველთან ხელშეკრულების განახლების შესახებ „ნაპოლის“ არცერთ წარმომადგენელს უსაუბრია.

„ზოგიერთი მედიაგამოცემა განაგრძობს კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების შესახებ სავარაუდო მოლაპარაკებებზე წერას, რომლის წყარო მხოლოდ ფეხბურთელის აგენტები არიან. ეს სრული სისულელეა. „ნაპოლიდან“ არავის უსაუბრია ფეხბურთელის კონტრაქტის შესაძლო განახლებაზე, რომელიც 4 წელიწადში იწურება. ეს არც მაურო მელუზოს, არც მაურიციო მიკელის, არც აურელიო დე ლაურენტისს და არც ანდრეა კიაველის გაუკეთებიათ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„ნაპოლის“ ეს განცხადება ნიშნავს, რომ კლუბი კონტრაქტის 2027 წლიდან 2028 წლამდე განახლებას არ აპირებს, უპირველეს ყოვლისა კი, იმას ნიშნავს, რომ ქართველ ფეხბურთელს არც ხელფასს მოუმატებენ, რომელიც ამჟამად წელიწადში 1.2 მილიონ ევროს შეადგენს, რითაც ის „ნაპოლის“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია...

0.115691