ფიბას 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მეოთხედფინალი, რომელშიც ერთმანეთს ლიეტუვისა და სერბეთის ნაკრებები შეხვდნენ, ფილიპინების Mall of Asia Arena-ზე, დასრულდა. სერბმა კალათბურთელებმა 87:68 გაიმარჯვეს.
შეხვედრის ყველაზე პროდუქტიული მოთამაშე ბოგდან ბოგდანოვიჩი იყო, რომელმაც 21 ქულა მოაგროვა. ლიეტუვის ნაკრების შემადგენლობაში თადას სედეკერსკისმა 14 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.
ნახევარფინალში სვეტისლავ პეშიჩის შეგირდები კანადა-სლოვენიის წყვილის გამარჯვებულს შეხვდებიან.
საინტერესოა, რომ სერბეთის ნაკრებს ისტორიაში არასოდეს წაუგია კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი, თუ დიდი შესვენებისას 10-ქულიანი უპირატესობით იგებდა. დღეს სერბები შესვენებაზე 11 -ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. საბოლოოდ კი 19 ქულით გაიმარჯვეს.