უეფას მთავარმა მსაჯმა, რობერტო როსეტიმ, ფეხბურთზე VAR-ის სისტემის დადებით გავლენასზე ისაუბრა.
„VAR სისტემა ფეხბურთის ნაწილი გახდა. ახლა ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია უმაღლეს დონეზე თამაში VAR-ის გარეშე. როდესაც სისტემა შემოვიდა, იმ სეზონში მხოლოდ 55 მატჩში გამოიყენეს. გასულ სეზონში კი, 1800-ზე მეტ მატჩში. ბევრი შრომა ჩაიდო VAR-ის სისტემის დასახვეწად.
მიუხედავად იმისა, რომ VAR-ის გამოყენება ზოგიერთ სიტუაციაში აუცილებელია, გვინდა შევამციროთ მისი რაოდენობა. დარწმუნებული ვართ, რომ მსაჯები მთავარ ფიგურებად უნდა დარჩნენ და გადაწყვეტილებები თავად მიიღონ.
თამაშგარე მდგომარეობის გამოვლენისას სისტემა ძალიან კარგად მუშაობს, სიზუსტისა და უფრო სწრაფი გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით. ჩვენთვის ოფსაიდების პრობლემა აღარ არის.“ - ციტირებს როსეტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.