„ალ-ნასრის“ თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ, თავისი ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ბანაკსი გამოჩნდა.
„კარგია შინ დაბრუნება! მაქსიმალური მოტივაცია და სრული ფოკუსირება მომავალ ორ თამაშზე ევრო 2024-ის გზაზე!” - დაწერა რონალდუმ ტვიტერში.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში პორტუგალიის ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ მატჩს გამართავს. 8 სექტემბერს რობერტო მარტინესის გუნდი სლოვაკეთს შეხვდება. შემდეგ ისინი 11 სექტემბერს ლუქსემბურგს დაუპირისპირდებიან.
ამ დროისთვის რონალდუმ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ხუთი გოლი გაიტანა.