წარმატებით იასპარეზეს საქართველოს ქალთა ნაკრების წევრებმა: ბელა ხოტენაშვილმა და ლელა ჯავახიშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდურ ჩემპიონატზე ქალთა შორის.
ქართველი მოჭადრაკეებით დაკომპლექტებული სკოპიეს ‘ალკალოიდი’ დამაჯერებლად გავიდა აპირველ ადგილზე.
ბელა ხოტენაშვილი პირველ დაფაზე ასპარეზობდა და 7-იდან 6,5 ქულით იპირველა.
მეორე ქალთა დაფაზე მოასპარეზე ლელა ჯავახიშვილმა 7-იდან 5,5 ქულა დააგროვა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატზე 8 გუნდი ასპარეზობდა და წრიული სისტემით 7 ტურად გაიმართა.
თითოეული გუნდი 4 ძირითადი და 2 სათადარიგო მონაწილისგან შედგებოდა.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია