იტალიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი, „ნაპოლის“ მცველის, ჯოვანი დი ლორენცოს „სკუადრა აძურას“ კაპიტნად დანიშვნას აპირებს.
„ვფიქრობ, ეს სწორი არჩევანია, სპალეტი კარგად იცნობს მას, ის მისი „ნაპოლის" კაპიტანი გახლდათ. სპალეტი რევოლუციონერია იტალიურ ფეხბურთში, გრავინამ მანჩინის წასვლის შემდეგ შესანიშნავი არჩევანი გააკეთა.“ - უთხრა ფეხბურთელის აგენტმა, მარიო ჯუფრედიმ Il Mattino-ს.
იტალიის ნაკრები სექტემბერში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ჩრდილოეთ მაკედონიისა და უკრაინის ნაკრებებთან ითამაშებს.