„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი, ანტონი, ბრაზილიის ნაკრებიდან გარიცხეს - გვამცნობს TNT Sports BR.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიელის ყოფილმა შეყვარებულმა, გაბრიელა კავალინმა, ანტონი ფეხმძიმობის დროს ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა. თავის განცხადებაში მოთამაშემ ამ ბრალდებებს მცდარი უწოდა.
23 წლის ფეხბურთელი ბრაზილიური „სან პაულუს“ აღზრდილია. ის „მანჩესტერ იუნაიტედში" ნიდერლანდული „აიაქსიდან" 2022 წელს გადავიდა. ინგლისურ კლუბში ანტონიმ ჯამში 48 მატჩი ჩაატარა, რვა ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
9 სექტემბერს ბრაზილიის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შესარჩევ მატჩს გამართავს ბოლივიასთან. 13 სექტემბერს კი პენტაკამპეონები პერუს ეროვნულ გუნდს შეხვდებიან.