ფეხბურთი

10:51 | 5.09.2023 | ნანახია NaN - ჯერ

„გალათასარაის“ „ტოტენჰემიდან“ ტანგი ნდომბელე შეუერთდა

„ტოტენჰემ ჰოთსფურის“ ფრანგი ნახევარმცველი, ტანგი ნდომბელე, თურქულ „გალათასარაის“ შეუერთდა - გვამცნობს თურქული კლუბის პრესსამსახური.

ფრანგი ახალ კლუბში საიჯარო ხელშეკრულებით გადავიდა. მიუხედავად ამისა, კლუბებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ თურქულ მხარეს ფეხბურთელის შეძენა სეზონის ბოლოს 15 მილიონ ევროდ შეეძლება. თუ „გალათასარაი“ ნდომბელეს კონტრაქტის გამოსყიდვას გადაწყვეტს, ამ თანხას 5 წლის განმავლობაში დაფარავს. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელს ხელფასსაც თურქები გადაუხდიან.

შეგახსენებთ, რომ ნდომბელემ გასული სეზონიც იჯარით გაატარა, ოღონდ „ნაპოლიში.“


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:21 | 12.05.2016
miriani (2665)

ჰაააატ მალადეეეეც )

10:06 | 12.05.2016
stoikovich (5984)

კარგია, წარმატებები.

09:58 | 12.05.2016
ogafa (10220)

ყოჩაღ

08:21 | 12.05.2016
cece (148)

საღოლ ჯაბა ! მაგრად ითამაშე...

0.068264