ფეხბურთი

0:17 | 5.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლობოტკა: "გარსიას ფეხბურთი სპალეტისგან განსხვავებულია, შესაგუებლად დრო გვჭირდება"

„ნაპოლის“ ნახევარმცველმა სტანისლავ ლობოტკამ სლოვაკეთის ნაკრების შეკრებაზე გუნდში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, რუდი გარსიას ფეხბურთთან შეგუება სჭირდებათ, რადგან ლუჩანო სპალეტისგან განსხვავებული ფეხბურთის მიმდევარია.

„შარშან არავინ ელოდა ჩემპიონატის მოგებას, ახლა ჩვენზე უფრო დიდი ზეწოლაა. სხვა გუნდებიც გაძლიერდნენ, სკუდეტოს დაცვა რთული იქნება. „ლაციომ“ მეორე ტაიმში ჩვენი თამაში კარგად წაიკითხა, ხარისხიანი გუნდია და კონტრშეტევებზე ძლიერი.

რუდი გარსია? მის ფეხბურთთან შეგუებას დრო სჭირდება. მასთან ერთად ოდნავ განსხვავებულად ვთამაშობთ, ვიდრე სპალეტისთან, რადგან ყველა მწვრთნელს თავისი სტილი აქვს. უბრალოდ ადაპტირება გვჭირდება“, - თქვა ლობოტკამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ სერია A-ს სამ ტურში 6 ქულა მოიპოვა, მომდევნო შეხვედრას კი 16 სექტემბერს, სტუმრად „ჯენოასთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121658