„ალ-იტიჰადი“ მადრიდის „რეალისა“ და ავსტრიის ნაკრების მცველის, დავიდ ალაბას შეძენას ცდილობს. მას შემდეგ, რაც არაბებმა სერხიო რამოსი ვერ გადაიბირეს, ალაბას ტრანსფერზე დაიწყეს მუშაობა.
როგორც ცნობილი გახდა, „ალ-იტიჰადი“ მზადაა „რეალს“ 40 მილიონი ევრო გადაუხადოს, ხოლო ფეხბურთელს წელიწადში 25 მილიონ ევროს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთში სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა, შესაბამისად, არაბულ კლუბებს ევროპიდან ფეხბურთელების შეძენა ისევ შეუძლიათ.
გასულ სეზონში დავიდ ალაბამ „რეალის“ მაისურით 39 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.