ფეხბურთი

19:59 | 4.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "გარსიას მხარეს ვარ, მაგრამ გაუგებარია კვარაცხელია რატომ შეცვალა"

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ განაცხადა, რომ რუდი გარსიას მხარესაა, მაგრამ ვერ გაიგო, რატომ შეცვალა ფრანგმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელია და არა მაგალითად, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა.

„რგოლებს შორის დიდი დისტანცია დავინახე, განსაკუთრებით გაშვებული გოლის შემდეგ. ჩემი აზრით, გარსიამ „ლაციოსთან“ მატჩში გაკეთებული ცვლილებებით გუნდი გააუარესა. კვარას არ შეეძლო 90 წუთი თამაში, მაგრამ როცა ასეთი ფეხბურთელი გყავს, მოედანზე 80 წუთი მაინც გააჩერო. მე გარსიას მხარეს ვარ, რადგან მეჩვენება, რომ ყველა მის წინააღმდეგაა, მაგრამ რატომ არ შეცვალა ანგისა, რომელიც კარგად ვერ თამაშობდა?“, - თქვა დელ ჯენიომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ სერია A-ს სამ ტურში 6 ქულა მოიპოვა, მომდევნო შეხვედრას კი 16 სექტემბერს, სტუმრად „ჯენოასთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114821