სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

17:08 | 4.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი "ალ-ჰილალს": 200 მილიონად ოსიმენის ერთი ფეხის შეძენა შეგიძლიათ

ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მ „ნაპოლის“ პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის მიერ „ალ-ჰილალისთვის“ გაგზავნილი ელექტრონული წერილი გამოაქვეყნა.

მოგეხსენებათ, არაბებს ვიქტორ ოსიმენის შეძენა სურდათ და „ნაპოლის“ 200 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც დე ლაურენტისისგან ასეთი პასუხი მიიღეს:

„თქვენი შეთავაზებით შეგიძლიათ შეიძინოთ ოსიმენის მხოლოდ ერთი ფეხი. ვფიქრობ, მომავალ წელს, შეგიძლიათ 500 მილიონი შემოგვთავაზოთ და შესაძლოა, შევაფასოთ ეს შეთავაზება, მაგრამ ვიმეორებ: შესაძლოა“.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. მიუხედავად ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა, ჯერჯერობით, მხარეებს შორის ახალი კონტრაქტი არ გაფორმებულა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.120072