ვეტერანი დანიელი მეკარე კასპერ შმეიხელი ბრიუსელის „ანდერლეხტში“ ითამაშებს. მხარეებმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.
36 წლის ფეხბურთელმა ფრანგულ „ნიცასთან“ კონტრაქტის გაწყვიტა და „ანდერლეხტს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მან გასულ სეზონში ლიგა 1-სი 36 მატჩი ჩაატარა.
კასპერ შმეიხელს არაერთგან უთამაშია, კარიერის საუკეთესო პერიოდი კი 2011-2022 წლებში „ლესტერ სიტიში“ გაატარა, რომელთანაც ერთად 2016 წელს ინგლისის ჩემპიონატი მოიგო.