ფეხბურთი

14:00 | 4.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კაპელო: "ნაპოლის" თამაშში ნაკლები პრესინგია და ბურთიც ნელა მოძრაობს, ვიდრე შარშან"

ფაბიო კაპელოს აზრით, „ნაპოლიმ“ ის მონდომება დაკარგა, რაც გასულ სეზონში ჰქონდა. ლეგენდარული მწვრთნელის განცხადებით, რუდი გარსიას გუნდი ნაკლებად აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს და ბურთიც უფრო ნელა მოძრაობს, ვიდრე ლუჩანო სპალეტის დროს.

„ნაპოლი“ ვეღარ თამაშობს ისე, როგორც წინა სეზონში, ნაკლები პრესინგი და სურვილი ჩანს. მეჩვენება, რომ მათ დაკარგეს მონდომება, რომელსაც შარშან ავლენდნენ. მართალია, გუნდს კიმი აკლია, მაგრამ პირველ რიგში ნახევარდაცვაში ფილტრი, რის გამოც ბურთი უფრო ნელა მოძრაობს, ვიდრე გასულ სეზონში.

იტალიის ნაკრები? რობერტო მანჩინიმ სერიოზული შეცდომა დაუშვა, მან ფედერაციის პრეზიდენტი ნდობის ნაკლებობაში დაადანაშაულა, როცა უფრო ადვილი იქნებოდა, რომ ეთქვა, მიიღო შეთავაზება, რომელზეც უარს ვერ იტყოდა. მიხარია, რომ სპალეტი დაინიშნა, რადგან ცოტა „გიჟი“ გვჭირდებოდა და ლუჩანო ცოტათი „გიჟია“. მას დიდი სურვილიც აქვს, მწვრთნელია, რომელმაც იცის საით წაიყვანოს თავისი გუნდი, ვფიქრობ, გრავინამ შესანიშნავი არჩევანი გააკეთა”, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიმ" სერია A-ს სამ ტურში 6 ქულის მოპოვება შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101056