ფეხბურთი

12:52 | 4.09.2023 | ნანახია 120 - ჯერ

თომა ტაბატაძის დუბლი უზბეკეთის თასზე (+VIDEO)

უზბეკეთის თასის მეოთხედფინალში „ნავბაჰორმა“ „სურხონი“ 2:0 დაამარცხა და ორივე გოლი თომა ტაბატაძემ გაიტანა.

ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიში 67-ე წუთზე პენალტით გახსნა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეშვიდე წუთზე დუბლიც შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ნავბაჰორი“ ამ გამარჯვებით უზბეკეთის თასის ნახევარფინალში გავიდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.066909
120